Numbeo-ს რეიტინგის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში დაბინძურებული გარემოსა და ჰაერის მქონე ქვეყნადაა მიჩნეული.
115 ასეთი ქვეყნიდან საქართველო 43-ე ადგილზეა.
დაბინძურებული ქვეყნების რეიტინგის სათავეში კამერუნია. მას მიანმა მოსდევს, შემდეგ კი მოდიან ლიბანი, ნიგერია და მონღოლეთი.
რაც შეეხება ყველაზე სუფთა ქვეყნებს, ესენია ფინეთი, ისლანდია, ესტონეთი, შვედეთი და ნორვეგია.
















