საქართველო მოსკოვის ორბიტაზე დასაბრუნებლად ევროკავშირს შორდება – Le Figaro

ფრანგული გაზეთი Le Figaro საქართველოსთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც ავტორი იზაბელ ლასერი ქვეყნის პოლიტიკურ კურსსა და მმართველ ძალას აკრიტიკებს.

სტატიის ავტორი, იზაბელ ლასერი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის აგრესია უკრაინაში არ დაგმო და არც კრემლის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეურთდა.

“საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დაეგმო რუსული აგრესია უკრაინაში და შეერთებოდა ევროპულ სანქციებს, რომლებსაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “უსარგებლოდ” მიიჩნევს”. – ვკითხულობთ სტატიაში.

Le Figaro-ს ინფორმაციით, დონბასში ომის მიღმა, რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სხვა გზებითაც იბრძვის, ამის ერთ-ერთ მაგალითს კი – მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა წარმოადგენს.

“სანამ დონბასში ჯერ კიდევ მძვინვარებს ბრძოლა, რუსეთის ომი საბჭოთა კავშირის ყოფილ მიწებზე სხვა საშუალებებით გრძელდება. ვლადიმირ პუტინის ყოფილი პირველი სახალხო მტერი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო სწორი რეფორმებით დასავლურ დემოკრატიულ ოჯახში გააწევრიანა, 54 წლის ასაკში ციხეში ნელა კვდება.

ნათესავების ცნობით, პატარა კავკასიური რესპუბლიკის ყოფილმა ქარიზმატულმა და პროევროპულმა პრეზიდენტმა შესაძლოა დიდხანს ვერ გაუძლოს იმ არასათანადო მოპყრობას, რომელსაც იგი ექვემდებარება”. – წერს Le Figaro.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს – დაჭრილია 2 ადამიანი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილმა დღეში მაქსიმუმ ერთი-ორი ორცხობილა შეიძლება შეჭამოს, წონას ყოველდღიურად კარგავს – ნაყოფია