საქართველო მომავალშიც რუმინეთის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად დარჩება – ტეოდორ მელესკანუ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტეოდორ მელესკანუმ თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს მისალოცი წერილი გამოუგზავნა, სადაც ის მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ტეოდორ მელესკანუს თქმით, „თანმიმდევრული რეფორმებით, ასევე ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობების გამტკიცებისკენ სწრაფვით, საქართველომ რეგიონში წამყვანი დასტრატეგიული პარტნიორის პოზიცია განიმტკიცა“.

წერილში გამოთქმულია რწმენა, რომ საქართველო მომავალშიც რუმინეთის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად დარჩება.

banner
წინა სტატიაშილიეტუვაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვილნიუსის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა
შემდეგი სტატია„თავისუფალი საქართველოს“ წევრები 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ჩავიდნენ