საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და სევასტოპოლის ოკუპაციასა და ანექსიას.
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრემიერთან ვოლოდიმირ გროისმანთან შეხვედრისას გააკეთა და მადლობა გადაუხადა უკრაინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
უკრაინის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა აფასებს საქართველოს მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან.
“ჩვენ ვაფასებთ თქვენს სწრაფვებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ვიზიტები უფრო მეტ აქტივიზაციას მისცემს ჩვენს ურთიერთობებს”,- აღნიშნა უკრაინის პრემიერმინისტრმა.
გიორგი მარგველაშვილმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების განსაკუთრებული ინტენსიფიკაციის გამო, რომელიც მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებაში გამოიხატება და ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტს, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში შედგა, წარმატებული სახელმწიფო ვიზიტი უწოდა

banner
წინა სტატიაშიიან კელი: სპეცოპერაციის საგამოძიებო პროცესში FBI-ის ექსპერტები არიან ჩართული
შემდეგი სტატიახმაური, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ჭუბერში – მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა