“საქართველო მიიწევს კეთილდღეობისკენ, პოლიტიკური სტაბილურობისკენ”

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე ევრაზიისა და ევროპის საკითხებში თომას მელია აშშ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფების ერთგული მხარდამჭერი.

 

თომას მელიამ აღნიშნულ თემაზე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა.
“ბევრი შიშობს, რუსეთის რბილმა ძალამ, პროპაგანდამ ზიანი არ მიაყენოს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, დემოკრატიული ფასეულობებისკენ ლტოლვას. თქვენი აზრით, საპასუხოდ რა უნდა მოიმოქმედოს ქართველმა ხალხმა, საქართველოს მთავრობამ”, – მიმართა ჟურნალისტმა მელიას.
„პროპაგანდა ცხოვრებისეული ფაქტების დამახინჯებაა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულს ჰქონდეს საშუალება განასხვაოს ყალბი თემები რეალური ამბებისგან. სინამდვილე, რეალური ვითარება კი ისაა, რომ საქართველო მიიწევს კეთილდღეობისკენ, პოლიტიკური სტაბილურობისკენ. აშშ რჩება ერთგული მხარდამჭერი საქართველოს ინტეგრაციისა ტრანსატლანტიკურ გაერთიანებებში და ეს არის ღირებულებების გაერთიანება, სადაც ადამიანის პირადი უფლებები დაცულია, სადაც ხალხის ხმა შეიძლება გაიგონონ, სადაც ხალხს კონსტრუქციული მეთოდებით შეუძლია გავლენა მოახდინოს მთავრობაზე, სადაც არის შესაძლებლობები ადამიანებისთვის, სადაც მზარდი ეკონომიკური შესაძლებლობებია, მათ შორის, მოგზაურობის, სწავლისა დასავლეთში, რაც საქართველოს უფრო ძლიერ, სტაბილურ და აყვავებულ ადგილად აქცევს“.
banner
წინა სტატიაშიკადიროვის თქმით, ჩეჩნეთს რუსეთის შემადგენლობაში სურს დარჩენა
შემდეგი სტატია,,სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ზოგჯერ ”ქოფი ფეისტით” არის გადატანილი არასამთავრობოების მოსაზრებები”