საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ 21 მარტს, 21:00 საათზე თბილისში, „დინამო არენაზე”, გამართავს.
წინასწარ დაანონსებული იყო, რომ ბილეთების გაყიდვა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში,TKT.ge-ზე. დღეს, 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყებოდა, თუმცა ამ დროისთვის ვებსაიტი შეფერხებით მუშაობს და ბილეთების ყიდვა შეუძლებელია.
„მაღალი მოთხოვნის გამო ვებგვერდი დროებით მიუწვდომელია”, – წერია TKT.ge-ზე.



















