„საქართველო კიდევ უფრო ევროპული ქვეყანა გახდა“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ მოსახლეობას ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა, მისი თქმით, საქართველო კიდევ უფრო ევროპული ქვეყანა გახდა:

“საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ ისტორიულ დღეს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლას. ჩვენმა ხალხმა უკვე მრავალჯერ დაადასტურა თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების ერთგულება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საერთო ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. საქართველო კიდევ უფრო ევროპული ქვეყანა გახდა, რაც ჩვენი ხალხის ერთსულოვნების შრომისა და მოთმინების შედეგია. საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, თანმიმდევრული, მიზანმიმართული, ქმედითი პოლიტიკით შესაძლებელი გახდა ამ პრაქტიკული და სიმბოლური შედეგის მიღწევა. წლების განმავლობაში პარლამენტში იქმნებოდა ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი ბაზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ფუნდამენტია. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ შრომატევად საქმეში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“სიმბოლურია, რომ ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების დღეს დაემთხვა”
შემდეგი სტატიამესამე დღეა ანტიკორუფციულ ფონდში მასობრივი ჩხრეკა მიმდინარეობს