,,საქართველო ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს და მხარს უჭერს ვენესუელის მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლაში”

საქართველო ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს და მხარს უჭერს ვენესუელის მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„გამოვთქვამთ იმედს, რომ ვენესუელას ასამბლეა გარდამავალ მთავრობას შექმნის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მოემზადება და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას უზრუნველყოფს. საქართველო მხარს უჭერს ვენესუელის მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში“, – წერს მამუკა ბახტაძე.

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის დროებით პრეზიდენტად აღიარების შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა გააკეთა. მან ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა. მოგვიანებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო უწყებემაც.

banner
წინა სტატიაშიავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შესაძლოა, ცვლილებები განხორციელდეს.
შემდეგი სტატია,,არაფერიც არ გვეშველება ტვინი თუ არ გავანძრიეთ…ივანიშვილი სათავეა დღეს გაბატონებული ბოროტების”