საქართველო იზიარებს და იცავს იმ ძირითად ღირებულებებს, რაც ევროპასთან გვაქვს საერთო, მჯერა, უახლოეს მომავალში ვნახავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროპულ გზაზე – არჩილ თალაკვაძე

საქართველო იზიარებს, მხარს უჭერს და იცავს იმ ძირითად ღირებულებებს, პრინციპებს, რაც ევროპასთან გვაქვს საერთო, ამიტომ მჯერა, უახლოეს მომავალში ვნახავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი როგორც საქართველოს, ასევე უკრაინისა და მოლდოვის პოლიტიკურ ისტორიაში და აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, რაც ევროკომისიის დღევანდელ განცხადებაში ცალსახად იყო აღნიშნული.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა, ამ შემთხვევაში, ასეთი მაღალი დონის დოკუმენტში უკვე ასახა და დაადასტურა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მას შემდეგ, რაც ჩვენ საქართველოს კონსტიტუციაში ავსახეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებაა ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ჩავატარეთ დემოკრატიული რეფორმები, რაც ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ნამდვილად საქართველოს პროგრესი დღეს, ნამდვილად ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი გზავნილი. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც საქართველოს ხელისუფლება, საზოგადოებასთან ერთად განვაგრძობთ სვლას, თანმიმდევრული რეფორმებით ევროკავშირისკენ და საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, რაც ევროკომისიის დღევანდელ განცხადებაში იყო ცალსახად აღნიშნული. რასაკვირველია, საქართველო იზიარებს, მხარს უჭერს და იცავს იმ ძირითად ღირებულებებს და პრინციპებს, რაც ჩვენ ევროპასთან გვაქვს საერთო, ამიტომ მჯერა, უახლოეს მომავალში ვნახავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროპულ გზაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიობიექტურები უნდა ვიყოთ – შეიძლება მეტს ველოდით, მეტის სურვილი გვქონდა, მაგრამ, რომ არა უკრაინაში წარმოებული ომი, ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ იქნებოდა, ამიტომ, პრიორიტეტი უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა – მამუკა მდინარაძე
შემდეგი სტატიარუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მას ვერაფერი დააკლო – პუტინი