საქართველო-ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა იწყება

საქართველომ ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ხელშეკრულება ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრ ელი კოენთან შეხვედრის შემდეგ გაფორმდა.

“მოხარული ვარ, რომ დღეს შევძელით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის განხორციელება და ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ კვლევის დაწყებაზე”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით არის ჩამოსული.

“მჯერა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უზრუნველყოფს ფართო შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს და განავითარებს მრეწველობის სხვადასხვა მიმართულებებს საქართველოსა და ისრაელში, ამასთან მნიშვნელოვნად გაზრდის და გააფართოებს ორივე ქვეყნის ექსპორტს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილიპარტელიანი ქევხიშვილზე: ველით ვაჟკაცურ და გონივრულ გადაწყვეტილებას, გავუწოდებთ მეგობრობის ხელს, თუ გადადგება
შემდეგი სტატიასაქართველოს რკინიგზასა და ჩინეთის ,,ლიენიუნგანგის“ პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა