საქართველო ისეთ მდგომარეობაშია, როგორც თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავს და ცუდი ამინდი ჰაერში აბურთავებს – წულუკიანი

თეა წულუკიანი გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ განცხადებას აკეთებს.

“სასურველი და აუცილებელია, რომ ვიგრძნოთ საფრთხე და დავინახოთ რეალობა, რომელიც არაა დამამშვიდებელი. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველო ისეთ მდგომარეობაშია, როგორც თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავს და ცუდი ამინდი ჰაერში აბურთავებს. ეს დაიწყო ბევრად ადრე, ვიდრე უკრაინაში ომი დაიწყებოდა. ჩვენი ქვეყანა ასეთ ვითარებაში უკვე რამდენიმე წელია და ასეთ დროს აუცილებელია უსაფრთხოების დამატებითი ღვედები. სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს გამჭვირვალობის კანონი და მინდა, სიხარულით მივესალმო ამ კანონპროექტის დაინიცირებას გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა