საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ვფიქრობ, ჩვენს მოქალაქეებს მოლოდინი უნდა გაუმართლდეთ – იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საქართველო იმსახურებს, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ მოქალაქეებს მოლოდინი გაუმართლდებათ.

„საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. იმსახურებს იმ გზის გამო, რაც განვლო ბოლო 30 წლის განმავლობაში. იმ ომების გამო, რაც მან გადაიტანა რუსეთთან ბოლო 30 წლის მანძილზე. ასევე ხალხის განწყობებისა და დამოკიდებულების გამო, რაც აქვთ ევროკავშირის მიმართ. ამ ყველაფრის გამო საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ვფიქრობ, ჩვენს მოქალაქეებს მოლოდინი უნდა გაუმართლდეთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, რომ მან არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, ვის სურს ოპოზიციიდან, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. მისივე თქმით, როდესაც ამ საკითხზე საუბრობენ, მათ შესახებ ხმამაღლა უნდა ითქვას.

„რაც შეეხება ოპოზიციის მცდელობას, რომ ეს საქმე ჩაშალოს, არ ვიცი, ასეთი ვინ არის. მაშინ მათ შესახებ ხმამაღლა უნდა ითქვას. ჩვენ რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ ის, რომ მთელმა ოპოზიციამ მოვაწერეთ წერილს ხელი, გავაგზავნეთ ევროკავშირში და ვთხოვეთ, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლის მერის განცხადებით, ქალაქში მასობრივ სასაფლაოებზე 21 000-ზე მეტი ადამიანია დაკრძალული, ნანგრევების ქვეშ და დროებით პროზექტურებში ჯერ კიდევ ათასობით ცხედარი რჩება
შემდეგი სტატიაკიევში რუსი ბარბაროსების მიერ განადგურებული 390 შენობის აღდგენას ვიწყებთ – კლიჩკო