საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ევროპამ ინსტიტუციური გადაწყვეტილების მიღება ვერ გაბედა – დავით ჩიხელიძე

„საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ევროპამ ინსტიტუციური გადაწყვეტილების მიღება ვერ გაბედა, ევროკომისიის გადაწყვეტილებას პოლიტიკურსაც ვერ ვუწოდებთ, რადგან ის მიკერძოებული და სუბიექტურია“, – ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ევროკომისიის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნას.

მისი შეფასებით, ევროპამ საქართველოს დასჯა მშვიდობისთვის გადაწყვიტა:

„ევროკომისიამ საქართველოს პროგრესზე თვალი დახუჭა, ისევე, როგორც მოლდოვის და უკრაინის ინსტიტუციურ გაუმართაობაზე. როგორც აღმოჩნდა გეოგრაფიული მდებარეობაც კი უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზია. დიდია იმედგაცრუება, რომელიც ქართველ ხალხს აქვს, რადგან ჩვენ ჩვენი წილი სისხლიც დავღვარეთ და რეფორმებიც გავატარეთ, მაგრამ ყველაფერი ამაო გამოდგა, ევროპაში მთავარი აღქმები ყოფილა და არა ფაქტები. როგორც აღმოჩნდა ევროპამ საქართველოს დასჯა მშვიდობისთვის გადაწყვიტა….

ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროპა გახუნდა და დემოკრატია მოკვდა მათში. ევროპას უფრო მეტად დააკლდება ჩვენი ქვეყანა, ვიდრე ჩვენ ევროპა. ტრაგედიაა, მომღიმარი ოპოზიციის ყურება, რომლებიც უარყოფითი გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ სიხარულს ვერ მალავენ“, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქეების მუდმივი მისწრაფებებისთვის, დაიმკვიდრონ კუთვნილი ადგილი ევროკავშირის ოჯახში, დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის წინ გადადგმა გახდა შესაძლებელი – ჯოზეფ ბორელი
შემდეგი სტატიაევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გასაღები იყო და არის ხელისუფლების ხელში, რომელმაც არაფერი გააკეთა დემოკრატიის გაძლიერებისთვის და პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად – დავითაია