10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს შეემატა, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკას იყენებს- Freedom House-ის ანგარიში

Freedom House-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს შეემატა, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკას იყენებს.

კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც იდენტიფიცირებულ იქნენ, რომ იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს, ექვსი ახალი სახელმწიფო – ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე დაემატა.

“გასულ წელს მთავრობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლავდნენ, თავს ესხმოდნენ, იტაცებდნენ, ემუქრებოდნენ და ავიწროებდნენ კრიტიკოსებს მათ საზღვრებს მიღმა. Freedom House-მა წლის განმავლობაში ფიზიკური, პირდაპირი ტრანსნაციონალური რეპრესიების 126 ახალი შემთხვევა დააფიქსირა, რამაც ჩვენს მონაცემთა ბაზაში, 2014 წლიდან 2025 წლამდე, შემთხვევების სრული რაოდენობა 1,375-მდე გაზარდა.

დამნაშავე მთავრობათა რაოდენობა გაიზარდა. ექვსი ახალი სახელმწიფო – ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე – იდენტიფიცირებულ იქნენ, რომ იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს. 2025 წლის მონაცემებით, როგორც მინიმუმ 54 მთავრობას, რაც მსოფლიოში ქვეყნების მეოთხედზე მეტს შეადგენს, უცდია საზღვარგარეთ განსხვავებული აზრის გაჩუმება”, – ნათქვამია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სარჯველაძე: მინდა, გამოვეხმაურო დიუშენის სინდრომის საკითხს, რომელიც ბოლო დღეებში ვნებათაღელვის საგანი გახდა
შემდეგი სტატიათბილისში “ტრამპ თაუერი” აშენდება