საქართველო იმ 5 ქვეყანას შორის დასახელდა, რომლებზეც ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას აპირებს

ისრაელის ტრანსპორტისა და ჯანდაცვის სამინისტროს ახალი გეგმის მიხედვით, ბენ-გურიონის აეროპორტი უკვე მომავალი თვიდან საქმიანობას ნაწილობრივ დაუბრუნდება. აეროპორტი ცდილობს დაუბრუნდეს ჩვეულ რუტინას. უკვე ივნისის დასაწყისში იგეგმება, როგორც ტურისტთა, ისე დიპლომატთა მიღება იმ ქვეყნებიდან, რომლებიც „მწვანე“ ქვეყნების ნუსხაში შედიან, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იყო დაბალი, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ნათქვამია, რომ უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში რამდენიმე ქვეყანასთან ერთად საქართველოც მოიაზრება.

„რეგულარული რეისებისთვის განიხილება შემდეგი მიმართულებები: პაფოსი, ბერლინი, საბერძნეთი, საქართველო, სლოვაკეთი. პირველ ეტაპზე განიხილებოდა რეისების დაგეგმვა რომელიმე ერთი ტიპის მგზავრთათვის: ტურისტებისთვის ან დიპლომატებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით მოემგზავრებიან. გადაწყვეტილებები მიღებულ იქნება ბოლო კვირის მონაცემების მიხედვით (გამომგზავრების ქვეყანაში არსებული კორონავირუსის შემოწმებასთან არსებული სტანდარტების მიხედვით – ნიღბები, ტესტები). მგზავრები ისრაელიდან, რომელთაც გამგზავრების სურვილი ექნებათ გამგზავრებამდე აეროპორტში ოთხი საათით ადრე უნდა მივიდნენ. იდეის მიხედვით, მგზავრები გაფრენამდე უნდა დარეგისტრირდნენ, რის შემდეგაც მათ ჩაუტარდებათ ტესტირება, მოცემული მომენტისთვის ჯერ არ არის გადაწყვეტილი, იქნება ეს სეროლოგიური შემოწმება, თუ ჩვეულებრივი-სტანდარტული. ისრაელში შემოსული მგზავრები იქნებიან 14 დღიან იზოლაციაში, მათ განემარტებათ ქვეყანაში არსებული წესები, ასევე მოეთხოვებათ წარადგინონ გამომგზავრების ქვეყანაში გაკეთებული კვლევები“, – საუბარია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკახეთის საოლქო პროკურატურაში, 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების საქმეზე, დაზარალებული არასრულწლოვანის მშობლები მიიწვიეს და პროკურატურის პოზიცია პირადად გააცნეს
შემდეგი სტატიაკუბილიუსი სანქციებზე: თუ “ოცნება” ჩვენს ნდობას ვერ შეინარჩუნებს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს