საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც რუსეთმა დასაჯა, დროა EU-მ ისაუბროს ძალის ენით – კრამონი

ევროპარლამენტში, ევროდეპუტატების ნაწილმა საქართველოს დღეს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე განცხადება ვიოლა ფონ კრამონმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპელმა ლიდერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ევროპაში იყოს საქართველოს ადგილიც, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვასი.

“საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც რუსეთმა დასაჯა ევროპული მისწრაფებების გამო. ევროპის მომავალი უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენი ფასეულობების მიხედვით, ან პუტინის წესების მიხედვით. ამიტომ დროა, ევროკავშირმა ისაუბროს ძალის ენით. მე მოვუწოდებ ყველა ევროპელ ლიდერს, აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ჩამოყალიბდეს ხვალინდელი დღის ევროპა, სადაც როგორც დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ადგილი იქნება”,-თქვა ვიოლა ფონ კრამონმა.

banner
წინა სტატიაში“მიენიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, შემდეგ შეფასდება, როგორ ხორციელდება საჭირო რეფორმები”- ლეიენი
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები მზად იყვნენ შეხვედროდნენ პრემიერ ღარიბაშვილს