“საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას”

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთში, ქალაქ ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუშინ ღამით, თურქეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით, მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ქართველი ხალხი, ამ მძიმე წუთებში, თანაუგრძნობს მეგობარ თურქ ხალხს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2”-ის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო
შემდეგი სტატია4 წლის ბავშვზე ძალადობის გამო, მამას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს