საქართველო გერმანიას უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას სთავაზობს

ქართულმა მხარემ გერმანიას საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა შესთავაზა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა მაჭავარიანმა განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბარია შვედეთთანაც.
“შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიასა და ავსტრიაში. გერმანიაში შეხვდა ჩრდილოეთ ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრს და ოფიციალურ პირებს, ასევე, ავსტრიაში გამართა შეხვედრები შს სამინისტროში. მან წარადგინა ინიციატივები, რომელიც დაგეგმილი აქვს საქართველოს მთავრობას, კერძოდ, გვარის ცვლილებასთან დაკავშირებით, ასევე, პოლიციის ატაშეების არსებული ინსტიტუტის გაძლიერება და საჭიროებისამებრ, ახალი პოლიციის ატაშეების წარგზავნის შესახებ.

ციფრები მზარდი არის, მაგრამ საგანგაშო, რასაკვირველია, არ არის. კონკრეტული თანამშრომლობის გეგმებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ჩვენი მხრიდან მოხდა შეთავაზება ამ საკანონმდებლო ინიციატივის და ასევე, ოპერატიულ რეჟიმში ინფორმაციის გაცვლის შესახებ, რასაც გერმანიის მხარეც და ავსტრიის მხარეც მიესალმა. ერთხმად ყველამ აღნიშნა კმაყოფილება პოლიციის ატაშეების და სამართალდამცავ სფეროში არსებულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა არ ყოფილა. გერმანიას შევთავაზეთ საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სიაში სტატუსის მინიჭება. ავსტრიასთან უკვე გვაქვს და რეადმისიის ხელშეკრულების წარმატებით განხორციელებაც ერთხმად იქნა აღიარებული”,- განაცხადა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი გია მაისაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიასჯობს სიმართლე თქვა ირაკლი – სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილს