საქართველო გენდერული თანასწორობის მიხედვით 144 ქვეყანას შორის 90-ე ადგილს იკავებს

საქართველო გენდერული თანასწორობის რეიტინგში მსოფლიოს 144 ქვეყანას შორის 90-ე ადგილს იკავებს. შესაბამისი ანგარიში მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, გენდერული თანასწორობის მიხედვით საქართველოს მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაურესდა. 2015 წელს ქვეყანა რეიტინგში 82-ე ადგილს იკავებდა.

პირველ სამ ადგილს სიაში ისლანდია, ფინეთი და ნორვეგია იკავებენ.

რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია ქალა და მამაკცთა მდოგომარეობა, როლი და უფლებები საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრების სხვადასვა სფეროში, ასევე პოლიტიკაში.

რეიტინგი ეყრდნობა ოთხ ძირითად პარამეტრს. საქართველო 61 ადგილს იკავებს ეკონომიკურ სფეროში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფის მიხედვით, 78-ე პოზიციაზეა განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, ჯანდაცვის სფეროში შესაძლებლობების მიხედვით კი 119-ე, პოლიტიკური ძალაუფლების ფლობის მიხედვით ქვეყანა 114-ე პოზიციაზეა.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, გენდერული თანასწორობის მიხედვით, აზერბაიჯანი საქართველოს ოთხი პოზიციით უსწრებს და 86-ე ადგილს იკავებს, რეიტინგში 75-ეა რუსეთი, სომხეთი 102-ე ადგილზე, ხოლო თურქეთი 130-ზე.

144 ქვეყანას შორის ბოლო ადგილებს სირია, პაკისტანი და იემენი იკავებენ.

banner
წინა სტატიაშისოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აკვაკულტურის განვითარების ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიარუსთავში ავარიას 21 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა