საქართველო – განსხვავებულთა ერთობა -“ლელომ” ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს თავის ხედვა წარუდგინა

region
ავტ.: region ოქტომბერი 15, 2020 20:34

საქართველო – განსხვავებულთა ერთობა -“ლელომ” ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს თავის ხედვა წარუდგინა

საქართველო – განსხვავებულთა ერთობა – ამ პათოსით დღეს “ლელოს” სათაო ოფისში პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სოფიო შამანიდიც ესწრებოდა. მათ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით პარტიის პროგრამული ხედვა წარადგინეს. შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე ამ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.

„დღეს რომ ჩვენ ასეთი საინტერესო ქვეყანა ვართ, ამას ქმნის ჩვენი ისტორიული ფესვები და ერთად ცხოვრება“-ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან შეხვედრისას ისაუბრა.

„ნამდვილად უნიკალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ისტორიულად ჩვენი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ყოველთვის ჩვენი სიმდიდრე იყო და საქართველო ყოველთვის იდგა ამ სიმდიდრეზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი, პირადად მე ვიზრდებოდი ისეთ უბანში, სადაც ბევრი რელიგიისა და კულტურის წარმომადგენელი ვცხოვრობდით ერთად, ეს იყო მართლა დიდი ბედნიერება და სწორედ ამას ჰქვია საქართველო,“- განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სოფიო შამანიდის განმარტებით, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრაზე იმსჯელეს პარტიის ხედვაზე და გეგმებზე, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით.

„ლელოს“ ოფისში დღეს შევხვდით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს. ჩვენ მათ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა და პროგრამა. ასევე, შევხვდით ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინც ამ საკითხზე მუშაობს. ეს იყო დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გამოვიტანეთ განსახილველად, მოვისმინეთ მათი შენიშვნები, რეკომენდაციები და უკვე დამუშავებულ ვარიანტს ფართო საზოგადოებას ოფიციალური პროგრამის სახით წარვუდგენთ,“ – აღნიშნა შამანიდმა.

region
ავტ.: region ოქტომბერი 15, 2020 20:34