მიხეილ სააკაშვილი: “საქართველო გამქრალია რადარებიდან”

რუსეთმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეიკლ სააკაშვილს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში მასალები გააგზავნა

saakashvili-ukrainaსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე ქვეყნის ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პასიურობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ “დღეს მთავრობა ერთი ფეოდალისა და გაზპრომის აქციონერის ინტერესებს ატარებს, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესებით მოქმედებს”.სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუნდას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მიუნხენში შეხვდა.ამის შესახებ სააკაშვილმა რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ აგვისტოს ომის თემით მანიპულირებას ბიძინა ივანიშვილი ახდენდა, რადგან მისი მიზანი იყო, რომ რუსული ვერსია დადასტურებულიყო.

მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენიდან “რუსთავი2”-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ოკუპაციას მსოფლიოს დონეზე აღარავინ ახსენებს, რაც ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარეობს.
,,მე როცა წინა წლებში ასეთ კონფერენციებზე დავიოდი საქართველოზე იმდენი ლაპარაკი იყო, ბევრში გაღიზიანებასაც იწვევდა, იხილავდნენ საქართველოს, ლაპარაკობდნენ საქართველოზე, არ ეთანხმებოდნენ, ახლა კი ბოდიში და სულ ფეხებზე კიდიათ, აი ამას მიაღწიეს. ეს არის რეალობა, შეუძლიათ 107-ე პრემიერმინისტრიც გამოაგზავნონ, რამდენიც არ უნდა გამოაგზავნონ, იქნებიან პროვინციელი ფეოდალის…, მრცხვენია რომ პრემიერმინისტრს მონა ვუწოდო, მაგრამ სხვა რა ქვიათ არ ვიცი. მინისტრებიც ზუსტად ეგეთივეა. ესაა რეალობა, შეგვიძლია თვალი გავუსწოროთ , შეგვიძლია სიცრუეშიც ცხოვრება გავაგრძელოთ. ჩვენ არ ვცრუობდით და სიცრუეში ცხოვრება ჩვენ დაგვაბრალეს. ახლა არის სიცრუეში ცხოვრება, მაგრამ პოლიტიკური ელიტის ნაწილი ამას ძალიან ტკბილად შეეგუა“ – აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ივანიშვილის ხელში დღეს სიცრუეში ცხოვრობს და ამას ეგუება პოლიტიკური ელიტის ნაწილი. „ეს რეჟიმი არის დროებითი, რამდენიმეთვიანი. ეს გამოძიება, ალბათ, მრავალწლიანი იქნება. ამიტომ ვფიქრობ, ყველაფერი დადგება თავის ადგილზე და სიმართლე გაირკვევა,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

„საქმე იმაშია, რომ აღარავინ ახსენებს საქართველოს ოკუპაციას. აღარ ახსენებს იმიტომ, რომ საქართველო თვითონ აღარ ლობირებს ამას. საქართველო გამქრალია რადარებიდან. რაც უნდოდათ, ის გააკეთა. მოდიოდა და გახსოვთ ამბობდა, არ უნდა ვიყოთ განხეთქილების ვაშლი დასავლეთსა და რუსეთს შორისო. ივანიშვილი ამბობდა ამას და სხვათაშორის ირაკლი ალასანიაც. აღარ ვართ არანაირი ვაშლი, არც კიტრი აღარ ვართ, ვართ საერთოდ გამქრალები. ახლა ბოდიში და სულ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველო. ეს არის დღევანდელი შედეგი. შეუძლია, 107 პრემიერ მინისტრი გამოაგზავნოს, მაგრამ იქნებიან ერთი პროვინციელი ფეოდალის ჩვეულებრივი მონა. მრცხვენია, ასე ვუწოდო, მაგრამ ეს არის რეალობა,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

„გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია სხედან ციხეში მოგონილი ბრალდებით,“ – ასეთი განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი2”-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან მისი ოჯახის წევრებიც განიცდიან სამართლებრივ ზეწოლას.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია ციხეში მოგონილი ბრალდებებით სხედან, სააკაშვილის თქმით მათ შეიძლებოდა დაეშვათ შეცდომები , მაგრამ მათ წვლილი დიდია იმ პროექტებში, რომელსაც ახლანდელი ხელისუფლება თავდაპირველად დასცინოდა, ახლა კი წარმატებით იყენებს სათავისოდ:,,ხომ კარგად გავყიდეთ ჩვენი მოგონილი ”დიდგორი”, რომელსაც ესენი დასცინოდნენ, უამრავი პროექტები იყო, რომელიც მოგვიკლეს. აი ეს ხალხი ზის ციხეში და ყველანაირ ობიექტურობაზე ლაპარაკი ზედმეტია“ – განაცხადა სააკაშვილმა ,,კურიერის“ ეთერში.

იხეილ სააკაშვილმა საქართველოში სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მისი მთავრობის დროსაც იყო ამ სისტემაში პრობლემები. თუმცა, „ასეთი თავზეხელაღებულობა ნამდვილად არ იყო, როგორიც ახლა არის,“ – განაცხადა სააკაშვილმა

banner
წინა სტატიაშიეკატერინბურგში გოგონა თოვლით გაიგუდა
შემდეგი სტატიამედვედევი: ნატო და რუსეთი ახალი ცივი ომისკენ მიექანებიან