25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

“საქართველო გახდა რუსების მიერ მეზღვაურების ვერბოვკის მთავარი ცენტრი, ეს წარმოუდგენელი სირცხვილია” -მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში შვედეთსა და ფინეთში რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების ქართველი კაპიტნების დაკავების ფაქტებს ეხმაურება. სააკაშვილის განცხადებით, ეს შემთხვევები აჩვენებს, რომ ქვეყანა მძიმე საერთაშორისო საფრთხის წინაშე დგას.

„შვედეთში დააკავეს რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერის ქართველი კაპიტანი, ქართველი კაპიტანი დაპატიმრებული ჰყავს ფინეთსაც, მანამდე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში გადაიჭირეს რუსული ტანკერები, რომლებზეც მრავლად იყვნენ ქართველები. ეს აჩვენებს, რომ საქართველო გახდა რუსების მიერ მეზღვაურების ვერბოვკის მთავარი ცენტრი. ეს არის წარმოუდგენელი სირცხვილი და შეიცავს საფრთხეს, რომ ქართველები შეიძლება ისევ შეიყვანონ შავ სიაში და აუკრძალონ მუშაობა“, — წერს სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტის თქმით, არსებობს რეალური რისკი, რომ ქართველ მეზღვაურებს საერთაშორისო დონეზე მუშაობა კვლავ აეკრძალოთ, რაც „კლეპტოკრატიული რეჟიმის პირობებში“ წინა წლების დიდ ძალისხმევას წყალში ყრის.

banner
წინა სტატიაშირამდენი მეთორმეტე კლასელი ასრულებს წელს სკოლებში სწავლას
შემდეგი სტატია“კვირაში 4 დღე მუშაობენ, შავ დღეს არ ელოდებიან და ბანკი აქეთ უხდით ფულს”- ბექა კობახიძე დანიურ ფენომენზე წერს