საქართველო გადაქცეულია “ფსბ-ს” ფილიალად და რუსეთის “პრახადნოი დვორად” – ქაცარავა მალკევიჩის სკანდალზე

საქართველო გადაქცეულია “ფსბ-ს” ფილიალად და რუსეთის “პრახადნოი დვორად” – ასე ეხმაურება რუსი პროპაგანდისტის არჩევნებზე ყოფნას “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ხელმძღვანელი, დავით ქაცარავა.

როგორც ქაცარავა “პირველებთან” ამბობს, შეუძლეებლია ქართვულ სპეცსამსახურებს არ სცოდნოდათ, ვინ გადმოლახა საზღვარიდა ვინ იყო ალექსანდრ მელკევიჩი.

წარმოუდგენელია, როდესაც საზღვარს კვეთს ასეთი ადამიანი და არა რიგითი ტურისტი, რომ სპეცსამსახურებმა არ იცოდნენ, ვინ გადმოდის და კვეთს საზღვარს.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო რუსეთის მთავრობასთან. აქ, ეჭვის შეტანა ძალიან რთულია, რომ მოხალისედ ჩამოვიდა ეს ადამიანი და მის შესახებ ძალოვანმა სტრუქტურებმა არ იცოდნენ, ეს ყველაფერი, მომზადებული პროექტი იყო. რასაც, ახლა, ცესკო ამბობს, ეს მხოლოდ და მხოლოდ უსუსური თავის მართლებაა. მისმა მონაწილეობამ და სადამკვირვებლო სტატუსმა, კიდევ ერთი სილა გააწნა, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს და ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო გადაქცეულია “ფსბ-ს” ფილიალად და, როგორც რუსები იტყვიან, რუსეთის “პრახადნოი დვორია” ჩვენი ქვეყანა.

ალექსანდრ მალკევიჩს, რომელიც არჩევნების დღეს თბილისში იმყოფებოდა, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.ის 2023 წელს დროებით ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა სადაც ე.წ. პრეზიდენტ გაგლოევს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიკატეგორიულად ვგმობთ ევროინტეგრაციის გზიდან გადახრას – ICC Georgia
შემდეგი სტატიადსთ-ს გენერალური მდივანი:”რუსეთთან თანამშრომლობა ქართველი ხალხის ინტერესში შედის”