საქართველო ევროპოლის ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა გახდა

საქართველო ევროპასთან თანამშრომლობის აქტიურ ფაზაში გადადის, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაფორმდა ხელშეკრულება ევროპოლთან, ხელმოწერის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ქართულ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა ითანამშრომლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგამოძიებო და სამართალდამცავ უწყებებთან, მიიღოს და გაცვალოს მათთან ინფორმაცია დანაშაულის შესახებ. ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ საქარტველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ევროპოლში წარიგზავნება წარმომადგენელი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ევროპოლის მიერ შექმნილ სხვადასხვა საგამოძიებო ჯგუფების მუშაობაში:

„როგორც პრემიერმინისტრმა განაცხადა, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც უფრო გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებში. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ გავხდით საზარელი ტერორისტული თავდასხმების მომსწრენი, რომლებმაც დააზარალა ევროპის კონტინენტი. ასევე კიბერთავდასხმები, ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტრეფიკი დღემდე რჩება ჩვენი საზოგადოების უმთავრეს პრობლემად. მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემების დაძლევაზე ჩვენ მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდეს,“-განაცხადა ევროპოლიციის დირექტორმა რომ უნრაითიმ.

banner
წინა სტატიაში“დეე მაპატიე ამჯერად ვერ გიშველე…”- მიშა სულუხიას დედა გარდაიცვალა
შემდეგი სტატია„უფასო ფაკულტეტები არ უნდა იყოს ისეთი ხალხის ნავსაყუდელი, ვინც სხვა ფაკულტეტზე ვერ მოხვდა“ – ჯეჯელავა