„საქართველო ევროპისთვის სანდო პარტნიორად იქნა მიჩნეული“

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სასიხარულოა, რომ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები წარმატებულად იქნა მიჩნეული.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, უამრავი საკანონმდებლო ცვლილება გატარდა.

„შექმნილია ახალი სისტემები. საქართველოს როგორც მიგრაციის, ასევე, იმიგრაციის ინსტიტუციონალური საკანონმდებლო სისტემები აბსოლუტურად მოდერნიზებულია. ამასთან სამართლებრივ სფეროში უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. ყოველივე ამის შედეგად, საქართველო ევროპისთვის სანდო პარტნიორად იქნა მიჩნეული იმ კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილებისთვის გზა ეხსნებათ. კიდევ რამდენიმე თვე დაგვჭირდება, რომ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის კონსოლიდაცია მოვახდინოთ, რათა ყველა ქვეყანამ პოლიტიკურ დონეზე, ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღოს. როგორც საბჭოში, ასევე ევროპარლამენტში გენერირებული იქნას ის საჭირო მხარდაჭერა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს დაუდებს საფუძველს“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განარტებით, თავისუფალი გადაადგილების უფლება საქართველოს მიერ განიხილება როგორც ევროპული თანაცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

„ეს არის ნაწილი თავისუფალი შეთანხმების, რომლის ეფექტიანობა წარმოდგენილია იმის გარეშე, რომ საქართველოში მცირე მეწარმეებმა, ფერმერებმა შეძლონ ევროპაში თავისუფალი გადაადგილება, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა და საქართველოში ჩამოტანა. ეს არის ევროპული ოჯახის წევრობა. უკვე სრულუფლებიანი და სრულმასშტაბიანი, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ეს არის ხელწერა იმ გუნდის, რომელსაც წარმოადგენს ნადირაშვილი,“ – ეკა ბესელია ნადირაშვილის განცხადებაზე საუბრობს
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” – გვეამაყება, რომ ჩვენი წვლილი გვაქვს შეტანილი ასეთ ისტორიულ პროცესში