“საქართველო ევროპის ნაწილია და რუსეთი ვერ გაიმარჯვებს!” – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში წერს.
ევროპელი პოლიტიკოსი პლატფორმა X-ზე აღნიშნავს, რომ “ევროკავშირის დელეგაცია დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას”.
საქართველო ევროპის ნაწილია და რუსეთი ვერ გაიმარჯვებს! ჩვენ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – წერს მარკო მიხელსონი X-ზე.