საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
“საქართველოს თავმჯდომარეობა ოფიციალურად 22 აპრილს, ვენაში გამართულ გახსნით სხდომაზე დაიწყო.
მან ყურადღება გაამახვილა თანამედროვე, სწრაფად ცვალებად საფრთხეებზე, რომლებიც ტრადიციულ უსაფრთხოების ჩარჩოებს სცდება. მინისტრმა განმარტა, რომ ამ რეალობის გათვალისწინებით FSC-იმ უნდა გააძლიეროს არა მხოლოდ არსებული ვალდებულებები, არამედ განავითაროს თანამშრომლობა და ინოვაციური მიდგომები – „საქართველოს მტკიცედ სწამს, რომ შეთანხმებული პრინციპების მიმართ პატივისცემის და მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის აღდგენა ჩვენი საერთო ძალისხმევის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს”,_ განაცხადა გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა.















