21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

საქართველო ერთჯერად ჭურჭელსა და ბოთლებს კრძალავს- ნახეთ მნიშვნელოვანი თარიღები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ძალაში რჩება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა. რეგულაცია 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

“პლასტმასის მოხმარების შემცირების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედების თარიღებთან დაკავშირებით, სამინიტრო განმარტავს:

2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით აკრძალულია: პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება.

ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.

2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება: საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის.

ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.

2031 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება: პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე”,_ აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშისასახლის ღობის საქმე – გამომძიებელმა თქვა, რომ კამერების ჩანაწერების გამოთხოვა და საქმის მასალებში ჩადება საჭიროდ არ ჩათვალა
შემდეგი სტატია“მისი გამარჯვება საქართველოს ვარდების რევოლუციას მახსენებს”- სააკაშვილი მადიარზე