“საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას სამართლიანობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, თქვენი სოლიდარობის იმედი მაქვს! 29-ში და შემდეგ… ახალ არჩევნებამდე!”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ჯო უილსონის განცხადებას ეხმიანება.
“ტრამპმა ნათლად განაცხადა პოზიცია ამერიკის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუ ივანიშვილი 29 დეკემბერს დემოკრატიის განადგურების გეგმას განახორციელებს, ისეთი პასუხს ელოდეს, როგორსაც არასდროს წარმოიდგენდა”- უილსონი