„საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა გახდეს“

ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მნიშნელოვანია რესურსების ათვისება უმოკლეს ვადაში მოხდეს, რათა საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს.

როგორც კალაძემ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში 10 ახალი ჰიდროელექტროსადგურის ექსპუატაციაში გაშვება მოხდა.

„ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო პოლიტიკა დაეფუძნება დამატებითი გენერაციის სიმძლავრის შექმნას და საჭიროა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ძალიან მნიშნელოვანია რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ რესურსების ათვისება, იმისთვის, რომ საქართველო უახლოეს მომავალში გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი მნიშნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ამ სამი წლის განმავლობაში მოხდა 10 ახალი ჰიდროელექტროსადგურის შემოყვანა სისტემაში, ჯამური სიმძლავრე არის 157 მეგავატი. ამ პროექტების განხორციელებისათვის დაახლოებით 265 მილიონი აშშ დოლარი იქნა დახარჯული“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მნიშნელოვანია ცვლილება, რომელიც მთავრობის დადგენილებაში „ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ ეკონომიკურ შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის შესახებ“ განხორციელდა.

„ასევე, ძალიან მნიშნელოვანია ის, რომ 2012 წელს როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, რომ რაც შეიძლება კიდევ უფრო მიმზიდველი გამხდარიყო ენერგეტიკის დარგი. განვახორციელეთ გარკვეული ცვლილებები მთავრობის დადგენილებაში, „ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ ეკონომიკურ შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის შესახებ“. ამოქმედდა პროექტების განხორციელების ორ საფეხურიანი სისტემა წინასამშენებლო ფაზა და სამშენებლო ფაზა“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში„სამთო მიმართულება არის და იქნება ჩვენი მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი“
შემდეგი სტატია14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულება აშენდება