საქართველო დღეს თქვენთან ერთად აღნიშნავს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს – ზურაბიშვილი ზელენსკის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველო ამ დღეს უკრაინის გვერდით დგას.

„ძვირფასო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო თქვენ გვერდით დგას დღეს, ამ დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც ასე მამაცურად იბრძვით ერთნახევარი წლის განმავლობაში. ჩვენ ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპრიგოჟინის კუთვნილ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ათივე ადამიანის ცხედარი უკვე ამოასვენეს და სამძებრო სამუშაოები დასრულებულია
შემდეგი სტატიაუკრაინის თქმით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაციის ფარგლებში დესანტი გადასხეს