საქართველო დღეს არის ჭაობში

„საქართველო დღეს არის ჭაობში, ყველაფერი გაჩერებულია, სახელმწიფო სისტემა არ არსებობს, ეს არ არის სახელმწიფო, რასაც ჩვენ ვხედავთ, საქართველოს სჭირდება ცვლილება, ძვრები,“ – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ არჩევანის პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ცვლილებები სჭირდება. გუბაზ სანიკიძემ მოსახლეობას მიმართა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ქვეყნისთვის სასიკეთო არჩევანი გააკეთონ.

მან ოპოზიციას სიმშვიდისკენ მოუწოდა და ხელისუფლებას სთხოვა, რომ არჩევნები მშვიდობიანად და გაყალბების გარეშე ჩატარდეს.

„ყველა თანამოქალაქეს მოვუწოდებ, არჩევანის გაკეთების დროს მიიღეთ გადაწყვეტილება, რა არის საუკეთესო საკუთარი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ერთიანი კაზაკური სამხედრო შენაერთი შეიქმნა-ატამანს პუტინი დანიშნავს
შემდეგი სტატიათეთრი სახლი: ტრამპი და პუტინი არგენტინაში G20-ის სამიტზე შეხვდებიან