“საქართველო დაინტერესებულია, აფხაზეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი გზით მოგვარდეს პრობლემები”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო დაინტერესებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა პრობლემა მოგვარებული იყოს მშვიდობიანი გზით.

მისი თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ძალიან შემაშფოთებელია.

“ბუნებრივია, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ძალიან შემაშფოთებელია. სამწუხაროდ, დაპირისპირებული მხარეები არ ერიდებიან თავიანთი საქმეების მოგვარებას ძალისმიერი მეთოდების გარეშე. საქართველოს სახელმწიფო დაინტერესებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა პრობლემა მოგვარებული იყოს მშვიდობიანი გზით და გამორიცხული იყოს, ძალადობა, მითუმეტეს რამე მსხვერპლი”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა მზადაა, გადადგეს, “თუ ამას ხალხი მოისურვებს”.

“თუ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ხაჯიმბამ დატოვოს თანამდებობა, მე დავთანხმდები. თუ ეს ასე არ იქნება, ბოლომდე ვიბრძოლებ ამ ნეგატივის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. მე ვერავინ შემაშინებს”, – “სპუტნიკის” ინფორმაციით, განაცხადა ხაჯიმბამ მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. დე ფაქტო პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქცია ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართა.

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: კერის მიერ არც ერთ გზავნილში არ ყოფილა, რომ მთავრობა მედიის მუშაობაში ერევა
შემდეგი სტატიასაკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აუდიტის სამსახურში იმყოფებოდა