„საქართველო, დაამარცხე “ქართული ოცნების” პარტია“ – ამ შინაარსის განცხადებას პლატფორმა იქსზე ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აქვეყნებს. ის საქართველოს მმართველ პარტიას რუსეთის გვერდით მდგომ ძალას უწოდებს და მოსახლეობას მიმართავს, “დაიბრუნონ ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან”.
ყოფილ კონგრესმენს მიაჩნია, რომ თუ ქართველები ახლა შექმნილ ვითარებას არ გამოასწორებენ ქვეყანა დაიკარგება. ადამ კინზინგერი პლატფორმა იქსზე წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ოლიგარქიის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს.
“ქართული ოცნების” პარტია კორუმპირებულია და რუსეთს დაუწვა. ქართველებს აქვთ შანსი, რომ ეს კურსი გამოასწორონ. თუ ამას არ იზამენ, ვშიშობ, რომ საქართველო დაიკარგება.
საქართველო, დაამარცხე “ქართული ოცნების” პარტია. კორუმპირებული ივანიშვილისგან დაიბრუნე შენი ქვეყანა. აშშ-ის მთავრობამ უნდა დაასანქციროს ის” წერს კინზინგერი X-ზე