საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან

საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული პირები კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაშავებულებს დაზიანებები აქვთ მიღებული როგორც სხეულზე, ასევე სასუნთქ გზებზე. მისივე ინფორმაციით, ორივე პირს აღენიშნება დამწვრობითი შოკი.
”დამწვრობის ცენტრში ორი პაციენტი შემოვიდა – 26 წლის და 44 წლის. მათ სხეულის 30 – 50% აქვთ დამწვარი. დაზიანებებია ასევე სასუნთქ გზებზე. დამწვრობა მიღებული აქვთ ალით და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან”, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-დაღესტნის საზღვარზე ქართულ საგუშაგოზე, პირველადი ინფორმაციით, გაზის ბალონი აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვლა ერთი და დაშავდა სამი მესაზღვრე.

banner
წინა სტატიაშიშსს საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპარლამენტი კონსტიტუციურ პროექტზე რიგგარეშე სხდომაზე მსჯელობს