საქართველო და ქუვეითი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას იწყებენ

ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების გზები, საქართველოს და ქუვეითის თავდაცვის მინისტრებმა, მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართველი სამხედროები ქუვეითის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში მიიღებენ განათლებას.

ქუვეითის წარმომადგენლები კი საქართველოს ესტუმრებიან და ქვეყანაში არსებულ საწვრთნელ შესაძლებლობებსა და სამხედრო მრეწველობას გაეცნობიან. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებზე.

ქუვეითის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ ქუვეითი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კვლავ აგრძელებს უღიარებლობის პოლიტიკას ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთთან მიმართებაში.

შეხვედრის დასასრულს შეიხ ხალედ ალ-ჯარამ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუვეითში მიიწვია. თავის მხრივ, თინა ხიდაშელმა ქუვეითელი კოლეგა 24-25 მაისს საქართველოში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად დაპატიჟა.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: მტერს არ მოექცევა ადამიანი, როგორც ქართული სახელმწიფო ექცევა ამ ადამიანებს
შემდეგი სტატიაციხისძირში გიგანტური ხეების სანახავად ბიძინა ივანიშვილი მივიდა (ფოტორეპორტაჟი)