საქართველო და ქართველები არასდროს შევეგუებით უკუპაციას

’’ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს ,საქართველო და ქართველები არასდროს შევეგუებით უკუპაციას ,არასდროს შევეგუებით ჩვენი სამშობლოს დაპყრობას და ჩვენი მიწების დაკარგვას’’- ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძის განცხადება უკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
დღის ბოლოს ევროპულმა საქართველომ ოკუპაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხარდამჭერებთან და საზოგადოების წარმომადგნელებთან ერთად ლეღვთახევში მოაწყო. შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ქონდა ენახა სლაიდ შოუ რომელიც ქრონოლოგიურად ასახავდა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის წლებს და პერიოდებს. ჰაერში გაუშვეს ფრანებიც წარწერებით არა ოკუპაციას და “stop russia”

დავით ბაქრაძის განცხადებით:- ’’დღევანდელი აქციით ვაპროტესტებთ რუსეთის ორას წლოვან ბრძოლას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ბრძოლა დაიწყო 1801 წელს საქართველოს პირველი სამეფოს ანექსიით ,შემდეგ იყო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, 1921 წელიც , 9 აპრილი, 2008 წელი ,ეს ყველაფერი არის ორას წლოვანი ბრძოლა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ გვინდა მკაფიოდ ვთქვათ, რათქმაუნდა ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს ,საქართველო და ქართველები არასდროს შევეგუებით უკუპაციას ,არასდროს შევეგუებით ჩვენი სამშობლოს დაპყრობას და ჩვენი მიწების დაკარგვას . ამიტომ მშვიდობიანად და ძალიან მტკიცედ მთელმა საზოგადოებამ უნდა გამოვთქვათ პროტესტი და თუ ქართვეელბი ვიქნებით ერთად აუცილებალდ ნაბიჯ – ნაბიჯ გავამთლიანებთ ჩვენს სამშობლოს’’ – განაცხადა დავით ბაქრაძემ

banner
წინა სტატიაშიჩვენ ჯერჯერობით ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა ვართ, მაგრამ გამარჯვება გარდაუვალია, ამის გარანტია ქართული საზოგადოება, რომელიც არასდროს შეეგუება ქვეყნის გახლეჩვას – გიორგი მარგველაშვილი
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს