„თუ საქართველო და მოლდოვა რუსეთის ფედერაციისგან თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლებას დაიწყებდნენ მაშინ, როცა უკრაინაში ომია, ერთად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით აგრესორის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს“.
„ჩემი პოზიცია ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ვთქვი, როცა ჩვენს ქვეყანაში აგრესია დაიწყო, თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლებას რუსი ოკუპანტებისაგან, მაშინ ამ საკითხს ბევრად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით. მაგრამ ეს მათი მთავრობების გადაწყვეტილებაა, ეს არის ამ ქვეყნების გადაწყვეტილება. მათ სჯერათ, რომ ჩვენი დახმარებით, ანუ როდესაც ჩვენ დავამარცხებთ რუსებს, ისინი ძალიან სწრაფად გაათავისუფლებენ თავიანთ ტერიტორიებს“, – აღნიშნა დანილოვმა.
მისივე თქმით, ყარაბაღის ვითარებამ აჩვენა რუსების სრული უუნარობა, იყოს პარტნიორი, იყოს პასუხისმგებელი საკუთარ სიტყვებზე და ა.შ. რადგან ისინი სომხებს უამრავ გარანტიას აძლევდნენ.
„მე ვარ იმის მომხრე, რომ ყველა კონფლიქტი, რომელიც არსებობს მსოფლიოში, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. უფრო მეტიც, ისინი უნდა დასრულდეს სამართლიანად. რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას ასეთი დანაკარგებით. 2008 წელს მსოფლიომ უპასუხა იმდროინდელ ჰიტლერს, სახელად პუტინს და 2014 წელს, როცა ყირიმის საკითხი იყო, ვფიქრობ, გაცილებით ნაკლები დანაკარგი იქნებოდა, მაგრამ ეს ისტორიაა. ჩვენ თვითონ უნდა ვაკეთოთ საქმე. ჩვენ უნდა დავამარცხოთ მტერი“ – განაცხადა დანილოვმა.
















