საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიულ პარტნერებად დარჩებიან

როვნაგ აბდულლაევმა

როვნაგ აბდულლაევმა„თბილისი და ბაქო სტრატეგიული პარტნიორები არიან. საქართველოს ვერ წარმოუდგენია თავისი თავი აზერბაიჯანის გარეშე და აზერბაიჯანს – საქართველოს გარეშე“ – განაცხადა როვნაგ აბდულლაევმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გაზისა და ნავთობის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა (SOCAR).
როგორც 1news.az იტყობინება, როვნაგ აბდულლაევმა, ტელეარხ ANS-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყველა მსხვილი პროექტის რეალიზებისას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ყოველთვის ითვალისწინებს საქართველოს ინტერესებს.
„საქართველო არა მხოლოდ ჩვენი მეზობელია, ის ჩვენიჭიშკარია ევროპაში. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს თავისი პრობლემების გადაწყვეტაში, განსაკუთრებით, გაზიფიკაციაში“, – აღნიშნა სოკარის უფროსმა. მისი სიტყვებით, „ცისფერი აირი“, რომელსაც საქართელო ღებულობს, ორჯერ იაფია, ვიდრე ის, რომელიც მიეწოდება მეზობელ სომხეთს“.
კონტრაქტის საფუძველზე,საქართველოსთვისგაზის ძირითადი მიმწოდებელია აზერბაიჯანი. „მინდა ასევე აღვნიშნო, რომ სომხეთში ტრანზიტით მიწოდებულირუსული გაზისსაკომისიო გადასახადი ირიცხება სოკარში და წარმოადგენს სოციალურ პროექტს“ – განმარტა აბდულლაევმა, ამასთანავე შენიშნა, რომ ხელშეკრულებების თანახმად, გაზის ტრანზიტის ყველა საკომისიო, როგორც „შახდენიზის“ საბადოდან, ასევე რუსეთის სატრანზიტო გაზიდან, შედის სოკარში.
აბდულლაევმა ყურადღება გაამახვილაიმ ფაქტზე, რომ სოკარმა საქართველოში გახსნა 100 ბენზინგასამართი და 20-ზე მეტი გაზის გასამართი სადგური. „ეს არის ბიზნესი, რომლის განვითარებასაც ჩვენ ვგეგმავთ. ამიტომ ჩვენ ვადგენთ იმ ფასს, რომელსაც საჭიროდ ჩავთვლით“ -თქვა სოკარის ხელმძღვანელმა, ხაზი გაუსვა რა იმ გარემოებას, რომ მისი კომპანია არანაირად არის დავალებული საქართველოს ხელისუფლების წინაშე, მათ შეუძლიათ გაზი იყიდონ „იმისგან, ვისგანაც საჭიროდ ჩათვლიან“.
„თუ სურთ რუსეთისგან გაზის ყიდვა, არაა პრობლემა. საქართველოზე გადის გაზის მილსადენი და მათი შეუძლიათ იყიდონ „ცისფერი სათბობის“მათთვის სასურველი რაოდენობა. სხვა საქმეა კონკურენცია. რაც შეეხება სომხეთს, გაზი მას მიეწოდება 300 მმ მილით. ეს არის სოციალური პროექტი და ამ მილის გამტარიანობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ წელიწადში, თუნდაც 300 მლნ კუბომეტრი გაზი გაატაროს.“ – განაცხადა აბდულლაევმა.

როვნაგ აბდულლაევმა
სოკარის თავკაცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მილსადენები და გაზის საცავები რესპუბლიკას აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ბაქომარ განახორციელოს რეგიონში ისეთი პროექტები, რომლებიც მისთვის მომგებიანი არ იქნება. თუმცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ატარებს ღიაობის სტრატეგიას ყველა ქვეყნის მიმართ: „ჩვენ ვსარგებლობთ სხვადასხვა მარშრუტით და არავის ვახვევთ თავს ჩვენს მონოპოლიას“,- აღნიშნა აბდულლაევმა. მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ სოციალურ-ეკონომიური განვითარებისთვის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბევრი სიკეთე გააკეთა საქართელოს იმ რეგიონებში, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები.
სოკარი ცდილობს არა მხოლოდ გაზი გაიყვანოს საქართველოს იმ ადგილებში, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები, არამედ პარალელურად, მიმდინარეობს სკოლების და გზების შეკეთება. ამით უფრო მაღლდება აზერბაიჯანელების რწმენა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიმართ. ისინი ათვითცნობიერებენ, რომ მათ უკან დგას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი“ – განაცხადა სოკარის ხელმძღვანელმა.
მაგალითის სახით მან გაამახვილა ყურადღება საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების საჩივრებზე იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იძლებულნი არიან დაბალ ფასებში გაყიდონ მოწეული მოსავალი. „პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დავალებით, სოკარმა სხვა მეწარმეებთან ერთად გააშენასაქართველოში ყველაზე დიდი მაცივარი, სადაც მარნეულის, დმანისის და ბოლნისის მოსახლეობასშეეძლება თავიანთი პროდუქციის შენახვა, ხოლო შემდეგ, რამდენიმე თვეში უფრო ძვირად გაყიდვა“ – თქვა როვნაგ აბდულლაევმა.
მისი სიტყვებით, პრეზიდენტმა ალიევმა მათ დაავალა რიგი ბიზნეს-პროექტების განვითარება ამ რეგიონში. „ჩვენ ვაპირებთ საკონსერფო წარმოების ხელშეწყობას, რაც დაეხმარება ჩვენს თანამემამულეებს მეწარმეობის განვითარებაში და ამით გაზრდის მათ კეთილდღეობას“ – დაამატა სოკარის ხელმძრვანელმა.
ამასთანაცე მან ყურადღება გაამახილა სოკარის მიერ 440 რელიგიური ტაძრის გაზიფიკაციაზე საქართველოში, რომელთა რიცხვში არის სომხური ეკლესიებიც.
„ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტრული დამოკიდებულება სომხური ეკლესიის მიმართ. ჩვენი პრობლემაა ის პირები, რომლებიც არიან სომეხი ხალხისხელმძღვანელები. ხალხები არაფერ შუაში არიან. აზერბაიჯანელი ხალხი ტოლერანტულია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა“ – თქვა დასასრულს სოკარის თავკაცმა როვნაგ აბდულლაევმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: „ბატონ ბიძინასთან შეხვედრაზე ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტი განვიხილეთ“
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი თბილისში „კარფურის“ ახალი ჰიპერმარკეტის გახნის ღონისძიებას დაესწრო