,,საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები,ჩვენ ერთობლივად ბევრი გლობალური მნიშვნელობის პროექტის რეალიზაცია შევძელით”

საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები; ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი გლობალური მნიშვნელობის პროექტის რეალიზაცია შევძელით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

“ვიმსჯელეთ იმ ახალ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც ერთობლივად შეგვიძლია და რომლებიც ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს. ამასთან ერთად, ძალიან კონკრეტული ამოცანები დავისახეთ. წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა იქნება დაახლოებით 1 მილიარდის ფარგლებში და ვფიქრობთ, რომ შემდეგი 2 წლის განმავლობაში შესაძლებელია ამ ციფრის 50-60%-ით გაუმჯობესება. ამასთან ერთად შევთანხმდით, რომ შევისწავლით ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობებს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი როგორც ევროკავშირთან ასევე ჩინეთთან. აზერბაიჯანი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიიო­სიფ კობ­ზო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა
შემდეგი სტატიახაშურში, ტყის ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-კაციანი შემადგენლობა ჩაერთო