გია ვოლსკი : საქართველო ჩვენი საერთო ქვეყანაა – ქართველის, სომეხის, აზერბაიჯანელის

საპარლამენტო უმრავესობის წევრი გია ვოლსკი უმცირესობის დეპუტატ სამველ პეტროსიანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოს დელეგაციის ზოგიერთმა წევრმა ანტისომხურ პროექტს უყარა კენჭი.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გია ვოლსკიმ დეპუტატებს მოუწოდა პოპულისტურ განცხადებებს შეეშვან.

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციამ, უმრავლესობის ნაწილს ვგულისხმობ, ჩაატარა მუშაობა და პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა, ჩვენს სამეზობლოში არანაირ დაძაბულობას და დაპირისპირებას არ იწვევს. და საერთოდ, მოვეშვით ამ პოპულისტურ განცხადებებს, არის საკითხები, რაც პრობლემებთან არის დაკავშირებული, არის საკითხები, რომლებიც შეიძლება გადაიჭრას. რაც უფრო მალე მოვა არჩევნების დღე, მეტი იქნება ეს პოპუილისტური განცხადებები. საქართველო ჩვენი საერთო ქვეყანაა – ქართველის, სომეხის, აზერბაიჯანელის და სტაბილურობა შევინარჩუნოთ. არ შეიძლება ამ თემაზე სპეკულირება. მართლაც გაუარესდა ენერგომომარაგების საკითხები. ამ თემას მუშაობა სჭირდება. ყველაფერი კარგად იცით, რა ხდება, რა პროცესები მიდის და მთავარი დარტყმები, სწორედ ამ მიმართულებებით არის მიშვებული. მთავარი არის თემა – საქართველოს სტაბილურობის შენარჩუნება იმ ვითარებაში, როცა ჩვენს გარშემო ძალიან მძიმე ვითარებაა. ახალი თამაშები, ძალების ახალი განლაგება იწყება, როგორც ენერგეტიკულ ბაზარზე, ასევე პოლიტიკურ ვითარებაში. არავინ არ აჰყვეთ პროვოკაციებს”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სამველ პეტროსიანის განცხადებით, 27 იანვარს, საქართველოს დელეგაციის ზოგიერთმა წევრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭი უყარა ანტისომხურ პროექტს.

 

banner
წინა სტატიაშისამველ პეტროსიანი: საქართველოს დელეგაციის ზოგიერთმა წევრმა ანტოსომხურ პროექტს უყარა კენჭი
შემდეგი სტატიაკახი კახიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმებას არ გამორიცხავს