საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რაც საჭიროა ნატო-ს წევრობისთვის

იან კელი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებას.
ამის შესახებ იან კელიმ ჟურნალისტებს იმ დოკუმენტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კომენტირებისას განუცხადა, რომელიც ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა დღეს უნდა მიიღონ.
როგორც კელიმ აღნიშნა, ის ნატო-ს სახელით ვერ ისაუბრებს, რადგან იმიტომ რომ ალიანსის ელჩი არ არის, თუმცა შეუძლია აღნიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებებს.
“ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და ვთვლით, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რაც საჭიროა ნატო-ს წევრობისთვის”, – განაცხადა იან კელიმ.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს. ასევე უნდა გაგრძელდეს ნატო-სთან თანამშრომლობა, რასაც, მისი თქმით, საქართველო დღემდე აკეთებს.
“თუ მონტენეგროს MAP-ს მიანიჭებენ, ეს მხოლოდ გააძლიერებს მოსაზრებას, რომ ნატო ერთგულია თავისი პოლიტიკის, რომ ნატო-ს გაფართოების პოლიტიკა კვლავ ძალაშია, რომ ნატო აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას.
საქართველო ამ გზაზე დგას, ხოლო ჩვენ ვრჩებით ერთგული 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების,რომლითაც დადასტურდა, რომ თქვენი ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი”, – აღნიშნა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მეზობლებს შორის სიტუაცია დასტაბილურდეს”
შემდეგი სტატიასაქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები მომავალი კვირიდან დაიწყება