საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები მომავალი კვირიდან დაიწყება

საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ჩინეთში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაიწყება. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბარში დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.
მისივე განმარტებით, ვიზიტი მომავალ კვირას შედგება.
“9-10 დეკემბერს ჩინეთში გაიმართება ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელზეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი იქნება ჩინური ტვირთების საქართველოზე გატარება. ასევე ანაკლიის პორტის თემა, რომელიც ამ მიმართულებას ებმის. ამასთან ერთად, უნდა მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების გახსნა და დაწყება. ამაზე ჩვენ ხელს მოვაწერთ”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რაც საჭიროა ნატო-ს წევრობისთვის
შემდეგი სტატიაიან კელის განცხადებით, აშშ-ს უამრავი პროგრამა აქვს, რითაც საქართველოს ეხმარება