„საქართველო ჩემი საპენსიო გეგმაა“

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დაბრუნებას, ახლო მომავალში არ აპირებს.

როგორც ცნობილი გამოცემა “POLITICO” წერს, მიხეილ სააკაშვილი მზად იქნება, უკრაინის პრემიერ-მინისტრობა თავის თავზე აიღოს, რათა ევროპაში კრემლის ექსპანსიის მიმართ ქვეყნის წინააღმდეგობა გაამყაროს.

„მსურს დიდ ცვლილებებსა და რეფორმებში მივიღო მონაწილეობა და რა კომპეტენციითაც შემიძლია ამის გაკეთება – მე შემიძლია ამის გაკეთება“,- განუცხადა მან “POLITICO”-ს პრემიერ-მინისტრობის პოტენციურ კამპანიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას.

მოახლოებული არჩევნების ფონზე აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას, ამ კითხვაზე სააკაშვილმა უპასუხა, რომ ეს პენსიაზე გასვლის შემდგომ გეგმებში შედის.

„მე ღრმად ვარ ჩართული უკრაინის საკითხებში და არ ვფიქრობ, რომ უნდა გადავხტე გემიდან და საქართველოში უკან გავცურო. საქართველო ჩემი, მხოლოდ საპენსიო გეგმაა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ახალი პოლიტიკური ცენტრი” მთავრობას ხარჯების შეკვეცას ურჩევს
შემდეგი სტატია,,გირჩი”- ის არის განახლების სიმბოლო