საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დასახელდა

საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.

როგორც sportall.ge წერს, Opta-ს მიხედვით, მამარდაშვილმა ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 ივნისს, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

banner
წინა სტატიაშირაჭაში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიახვიჩა კვარაცხელია – სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია