,,საქართველო ცდილობს წვლილი შეიტანოს გლობალურ უსაფრთხოებაში”

news
ავტ.: news მარტი 30, 2016 11:44

,,საქართველო ცდილობს წვლილი შეიტანოს გლობალურ უსაფრთხოებაში”

მნიშვნელოვანი

  • როგორც "თაიმერს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ კოლეგასთან პიტერ სიიარტოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საქართველოს ევროპული ინტეგერაციის საკითხზე ისაუბრა.

სხვა სტატიები

საქართველო ცდილობს ევროპელ პარტნიორებთან ერთად მეტი წვლილი შეიტანოს გლობალურ უსაფრთხოებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

როგორც “თაიმერს” საგარეო უწყებიდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ კოლეგასთან პიტერ სიიარტოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საქართველოს ევროპული ინტეგერაციის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, უნგრეთი საქართველოს მეგობარი და მყარი პარტნიორია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
“დღეს ევროკავშირი დგას უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე. ამ გამოწვევებზე პასუხი კი არის მეტ ერთობაში, პარტნიორობასა და თანამშრომლობაში იმ ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან ამ პრინციპების დაცვაში. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დგას ევროპასთან ერთად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი წვლილი შეიტანოს ევროპისა და გლობალურ უსაფრთხოებაში”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს მთავრობის ევროინტეგრაციულ პოლიტიკას და განაგრძობს საკუთარი წვლილის შეტანას იმ უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაში, რომლის წინაშეც ევროპა და საქართველოს პარტნიორები დგანან.

news
ავტ.: news მარტი 30, 2016 11:44

Google სტატისტიკა


7,349
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics