19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

საქართველო-აზერბაიჯანს შორის აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 20 წლით გაგრძელდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად,  ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი, რომელიც მოიცავს: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას. აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.

დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან ეკონომიკის მინისტრმა, მიქაილ ჯაბაროვმა და ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა მოაწერეს ხელი.

ასევე, გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი  სრულ ექსპლუატაციაში შევა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.

დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიირანი ჰორმუზის სრუტის წყალქვეშა კაბელებზე ტარიფების დაწესებას გეგმავს
შემდეგი სტატიამედიის დაფინანსების კონტროლი ძლიერდება — აკრძალული თანხები ბიუჯეტში წავა