საქართველო აზერბაიჯანის ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის რეგიონალური თანამშრომლობის ჭრილში

როცა განიხილება საქართველო აზერბაიჯანის ურთიერთობის პერსპექტივები სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ჭრილში, უმთავრესია აღინიშნოს რომ აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობებს მრავალ საუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიულ სიახლოვესთანაა დაკავშირებული. ძალიან რომ არ ჩავუღრმავდეთ ჩვენს ადრე და გვიანი შუა საუკუნეების ისტორიული ურთიერთობების განხილვას, ჩვენი ქვეყნების მეგობრობის მნიშვნელობის გასაანალიზებლად საკმარისი იქნება შევეხოთ მხოლოდ უახლეს ისტორიას და საუბარი დავიწყოთ უშუალოდ XX საუკუნის პირველი ნახევრიდან, როცა თბილისში 1918 წლის 26 მაისს – საქართველომ, ხოლო 28 მაისს – აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

შეიძლება ითქვას, რომ ორივე სახელმწიფოს „საერთო ბედი“ ჰქონდათ, ორივე წლების განმავლობაში ერთი და იმავე ოკუპაციის ქვეშ იყო მოქცეული და ორივე ერთი იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა. შემდგომაც როცა მათ წითელი რუსეთის აგრესიის შედეგად დამოუკიდებლობა დაკარგეს, ისინი ერთი და იმავე პოლიტიკურ – იდეოლოგიური სისტემის ნაწილი იყვნენ და 90-იან წლებში მსგავსი პროცესების შედეგად აღიდგინეს დამოუკიდებლობა. მათ ასევე ერთად ჰქონდათ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, ორივე ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი მეზობელი ქვეყნების მიერ იყო, ხოლო საქართველოს ტერიტორიის 20-% ახლაც არის ოკუპაციის ქვეშ. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, არც აზერბაიჯანი და არც საქართველო არ ყოფილა რეგიონში დაძაბულობის ინიციატორი, ან მისკენ მიდრეკილი ქვეყნები. პირიქით, მათ მუდამ სურდათ და სურთ მშვიდობა და თანამშრომლობა, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარებაში, რისი თქმაც შეუძლებელია რეგიონის მესამე ქვეყნის მიმართ.

უახლოეს წარსულში საქართველო აზერბაიჯანის მონაწილეობით განხორციელებულმა პროექტებმა უდიდესი მნიშვნელობის წვლილი შეიტანა არა მარტო ორი ქვეყნის არამედ მთელი რეგიონის განვითარებაში. ამ პროექტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით. საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ სატრანსპორტო პროექტებსაც აქვთ უზარმაზარი გლობალური მნიშვნელობა; ესენია: ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო – თბილისი – ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი – ყარსის რკინიგზა, TAP-ის, TANAP-ის პროექტები. ამჟამად აზერბაიჯანში ფუნქციონირებს 700-ზე მეტი ქართული კომპანია და დაახლოებით 3000 აზერბაიჯანული კომპანიაა საქართველოში. ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი დიდ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში და ამჟამად უდიდესი კაპიტალი აქვს დაბანდებული ამ ქვეყანაში. აზერბაიჯანულმა კომპანიებმა საქართველოში რამდენიმე ათეულ თასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა. ეს ტენდენცია შეინიშნება ორმხრივ გაძლიერებაზე. საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით აზერბაიჯანს უკავია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. ასევე აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი სოციალური პროექტების მხარდამჭერია საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ვცხოვრობთ ეთნიკური სეპარატიზმის მიმართ მგრძნობიარე რეგიონში, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები ორ ქვეყანას შორის გადებული ხიდის როლს ასრულებენ.

უკანასკნელი სამი წელიწადი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა ჩვენი რეგიონისთვის. გლობალური პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ შოკებს 2020 წლის მეორე ნახევარში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის 44-დღიანი ომი და 2023 წლის 19 სექტემბრის 24 საათიანმა სპეც. ოპერაცია რეგიონის ეკონომიკაზე და მის პერსპექტივებზე პირდაპირ აისახა.

ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია ეს 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, რაც, თავის მხრივ, ახალი გლობალური ეკონომიკური გამოწვევების საფუძველი გახდა და ცხადია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზეც გავრცელდა. რეგიონში პოლიტიკური და სამხედრო სტაბილურობა მისი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

ყარაბაღის საკითხის საბოლოო გადაწყვეტით, რეგიონში შეიქმნა მესამე მხარის მიერ პროვოცირებული კონფლიქტების გადაჭრის, დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრეცენდენტი. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მნიშვნელოვანია არა მარტო აზერბაიჯანისთვის, არამედ თავად სომხეთისათვის, ისინი განთავისუფლდნენ იმ „ღუზისგან“ რომელიც მათ მუდამ ფსკერზე ექაჩებოდა. პირველი მსოფლიო ომის დრის კავკასიის ფრონტზე რუსეთის არმიის მიერ მიღწეული გარკვეული წარმატებიდან გამომდინარე რუსეთმა ადგილობრივი სომხების გადმობირებისა და საომარ მოქმედებებში ჩართვის მიზით აღუთქვა ახალი სომხური სახელმწიფოს შექმნა ჩრდილოეთ ანატოლიისა და კილიკიის მიწებზე, რამაც სომხებს შეუქმნა ილუზია „დიდი სომხეთის“ „აღორძინების“ შესახებ. იმ ფიასკომ, რომელიც განიცადა რუსეთის იმპერიამ და შემდგომ შექმნილმა გარემოებამ განაპირობა მთელი რიგი თაობების ამ იდეოლოგიით აღზრდა. სწორედ ეს იყო ის ძირითადი მიზეზი რამაც განაპირობა აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპირება და პრეტენზიები საქართველოს ძირძველ კუთხეზე – ჯავახეთზე. ყველაფერმა ამან გამოიწვია თანამედროვე სომხეთის სრულად დამოკიდებულობა რუსეთზე როგორც პოლიტიკურად ისე ეკონომიკურად. სომხეთმა შეიძინა კვაზი სახელმწიფოს, რუსეთის სრული ვასალის ფორმა, იგი ფაქტობრივად წარმოადგენდა რუსეთის ექსკლავს სამხრეთ კავკასიაში, იგი სრულად იყო მოწყველი რეგიონის განვითარების ყველა პროქტისგან. იმედია რომ შექმნილი ვითარებიდან სომხეთი გამოიტანს სათანადო აზრს და გააკეთებს შესა-ბამის დასკნებს, რომ მნიშვნელოვანია ყველა მეზობელთან იქონიოს დალაგებული ურთიერთობა და ჩაერთოს რეგიონის კოლექტიურ უსაფრთხოების პროცეში ვიდრე ეძებოს გარეშე ძალა მეზობლებთან ძალების დასაბალანსებლად. რეგიონული მშვიდობა საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს უამრავ ახალ პერსპექტივას უხსნის, მათ შორის, ევროპის ქვეყნებთან სავაჭრო და ენერგეტიკული ურთიერთობების გაღრმავების მხრივ. რუსულმა აგრესიამ უკრაინაში კიდევ უფრო ნათელი გახადა შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და მასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და არსებული პოტენციალი.

რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რეგიონში ძალთა გადანაწილებასთან ერთად აუცილებლად ჩამოყალიბდება ახალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მიწოდების ჯაჭვები, სადაც სამხრეთ კავკასიას კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ექნება.

სიმონ კოპაძე

საქართველო-კავკასიის სტრატეგიული

კვლევების ინსტიტუტის პრორექტორი

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო – მკაცრად ვგმობთ საზარელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე, გამოვხატავთ სოლიდარობას ისრაელის მთავრობისა და ხალხის მიმართ
შემდეგი სტატიაპრემიერი-ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს, ხოლო ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ