საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ინციდენტი-აზერბაიჯანული მხარე განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანული მხარე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ორი მწყემსი ცდილობდა, რომელთაც თან ძაღლები ახლდათ.

მათივე ცნობით, ძაღლები აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს დაესხნენ თავს, რა დროსაც აზერბაიჯანელებმა ცეცხლი გახსნეს და ინციდენტისას შემთხვევით, ერთ-ერთი მწყემსი დაჭრეს.

“დათვალიერების შემდეგ გაირკვა, რომ მას თავის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მას აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. მწყემსის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ის, საქართველოს მოქალაქე და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბელის მკვიდრია,”- წერია განცხადებაში.

აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“ზურაბიშვილის განცხადება გამოხატავს იმას, რაც სურთ ივანიშვილს და რუსეთს”
შემდეგი სტატია“თუ ჯარი არ გვყავს და არც გვეყოლება, ომი რანაირად დავიწყეთ?”-გიორგი ტიგინაშვილი