საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი – ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიულერი იმყოფება. მან უკვე გამართა პირველ შეხვედრა საგარეო უწყებაში, სადაც მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას შეხვდა.

როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე ამბობს, ალიანსი აფასებს საქართველოს მიერ ნატო-ს მისიებისა და ოპერაციების მხარდაჭერას.

„ივლისის სამიტზე ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო გაწევრიანდება ალიანსში და ჩვენ განვაგრძობთ თქვენს მომზადებას წევრობისთვის. საქართველოს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხებში წვლილი შეაქვს. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ნატო-ს მიერ წარმოებულ საწვრთნელ ოპერაციაში ავღანეთში და ქვეყანას სტაბილურობის დამყარებაში ეხმარება.

მოხარული ვარ სექტემბერში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობით. ეს იყო პირველი შეხვედრა პარტნიორებთან მნიშვნელოვანი სამიტის დასრულების შემდეგ. ძალიან მოხარული ვიყავით, სამიტზე საქართველოს მასპინძლობითა და ნატო-საქართველოს კომისიის მთავრობის მეთაურებისა და პრეზიდენტების დონეზე ჩატარებით. ბედნიერი ვარ გამოვაცხადო, რომ ვგეგმავთ 3 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. ეს მიუთითებს ურთიერთობაზე, რომელიც ნატო-სა და საქართველოს შორისაა.

თქვენ გაქვთ პროგრესი რეფორმების გატარების კუთხით, ეკონომიკური განვითარებისა და უფრო ეფექტური უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით, შეირაღებული ძალების მოდერნიზებით. გირჩევთ ამ გზის გაგრძელებას, ვინაიდან ეს გზა მიგიყვანთ ნატო-ს წევრობამდე“ განაცხადა ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ.

მისი თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს შეირაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

„ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ეს მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს და მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს შეირაღებული ძალები თქვენი ქვეყნის ტერიტორიიდან. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ, რუსეთის სამხედრო ქმედებებით შავი ზღვის რეგიონში. შავი ზღვის უსაფრთხოება ნატო-სთვისისეთივე პრიორიტეტულია, როგორც საქართველოსთვის“, – განაცხადა როუზ გოტემოლერმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ საქართველოს გვერდით დგას, მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც საქართველოს ნატოში ვიხილავთ – სახელმწიფო დეპარტამენტი
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ხელფასების საქმეზე, აუდიტის სამსახური მთავარ პროკურატურას მასალებს გადაუგზავნის